ინკლუზიური განათლება

სასარგებლო ინფორმაციები

ეროვნული სასწავლო გეგმა



თავი Vინკლუზიური განათლება

მუხლი 26. ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

მუხლი 27. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე 
1.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა   მოსწავლე (შემდგომში - სსსმ   მოსწავლე)რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით,აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებსსპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.  
2.    სსსმ  მოსწავლე შეიძლება იყოს  მოსწავლე, რომელსაც აქვს:
) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა  (სმენის და/ან მხედველობის);
დ)მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

მუხლი 28. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
1.    ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული სასწავლო გეგმა სსსმ მოსწავლისათვის, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. იგი მაქსიმალურად უნდაითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას დამისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, გრეთვე, ყველა დამატებით აქტივობასრომელიცაუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა  ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.  
2.    ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება შემუშავდეს ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
3.    ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში ეტალურად უნდა დაიგემოს/განისაზღვროს:
ა) რომელ საგანში/საგნებში  საჭიროებს მოსწავლე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავებას. შერჩეულ საგნებში განისაზღვრება  სასწავლო შედეგები,სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო)აქტივობები;
ბ) დრორომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანსაქტივობასა თუმასალას;
გ)  მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალურიმეცადინეობები,   მეცადინეობების დროადგილი და ხანგრძლივობა; 
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ  მეცადინეობებზე პასუხისმგებელიპირი;  სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი,ძიძასაჭიროება;   
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის  უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოსმშობელიც);  
ვ)  მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსითმომსახურების საჭიროებაკომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობამისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობადასვენების საჭიროება დასხვ.).
4.        ინდივიდუალური სასწავლო გეგმა  უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციასბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით;
5.     სწავლის პროცესში სირთულეების ამოვლენი შემდეგ სკლამ უნდაზრუნველყოს სსსმ მოსწავლის შესაძლებლობები სიღმისელი შეფასება.საჭიროების შემთხვევაში სსსმ მოსწავლის სიღრმისეული შეფასებისთვის და მის განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის სკოლას შეუძლია მიმართოს   სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს (შემდგომში - მულტიდისციპლინური გუნდი).  თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შესამუშავებლად საუშაო ჯგუფი (შემდგომში - ისგ ჯგუფი), რომელიცზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდიიდუაური სასწავლო გეგმის შემუავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელება.
6. ისგ ჯგუფში უდა გაერთიანდენ  ს პედაგოგები, ომლებიც უშუალდ ასწავლან მოსავლეს, აგრევე მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციისწევრი/წევრებიფსიქოლოგილოგოპედი ან სპეციალური მასწავლებელი, თუკისკოლას ჰყავს ასეთი;
7. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი. კოორდინატორი წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; ჯგუფის კოორდინატორი მიზანშეწონილია იყოს სსსმ მოსწავლისდამრიგებელი
8. ინდივიდუალრი სასწავლო გეგის შედგენის ემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი  სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა.  შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს; 
9. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში;
10. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგენისთანავე  დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს.
11. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებწარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).

მუხლი 29.  სსსმ მოსწავლის  აკადემიური იღწევის შეფასებადასწრება დაგაცდენები
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით,რომლითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით,ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლერომელიც წარმატებით სძლევსინდივიდუალურ სასწავლო გეგმასფასდება მაღალი ქულით.
2.სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ამ გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.
3. გამონაკლისის  შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.   თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს  მომდევნო  კლასში.
4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაარსებობს ამის  დამადასტურებელი  საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ამ გეგმის  22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით  გათვალისწინებული ღონისძიებები.
5თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიცრომლებიცინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა მოახდინოსსაგამოცდო მასალის ადაპტირება - უნდა შეიქმნას ინდივიდუალურისაგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ სასწავლოგეგმას.

მუხლი 30. სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება
1.    იმ შემთხვევაშითუ სსსმ  მოსწავლეს ესაჭიროება ხანგძლივიჰოსპიტალიზაციაან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დადის სკოლაში,სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნისსაფუძველზეც სსსმ მოსწავლის განათლების მიღება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შინ სწავლების მეთოდითამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში,მაგრამ არ ესწრება  გაკვეთილებსსკოლა უდგენს მას სწავლების სპეციალურგეგმასრომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ  სწავლება.
2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს იმ საგნების ჩამონათვალს, რომელიც შინ სწავლებით უნდა დაძლიოს სსსმ მოსწავლემ.
3.შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლოგეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლოგეგმასთანსკოლა ვალდებულია დაადგინოს განრიგირომლის მიხედვითაცსაგნის და აგრეთვე სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმმოსწავლესთან ვიზიტებსსკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინსწავლების პროცესის მონიტორინგი.
4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც    დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებებისშესრულებაში.
5. შინ სწავლების პროცესში ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციებისგამოყენება, თუკი სკოლას ამის შესაძლებლობა აქვსეფექტურია დროისა დაფინანსების დაზოგვის მიზნითვიდეოკონფერენციის გამოყენება საშუალებასმისცემს მასწავლებელს, ვიზიტების შუალედში სკოლიდან გაუსვლელადაწარმოოს სსსმ მოსწავლის სახლში მეცადინეობის პროცესზე დაკვირვებაგაუწიოს კონსულტაცია სსსმ მოსწავლესა და მის მშობელსმეურვეს ან სხვაპირსრომელიც მოსწავლის სახლში მეცადინეობაზეა პასუხისმგებელი და ..
6. მინიმალური დატვირთვა სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში:

Комментариев нет:

Отправить комментарий